რეალი შიშობს, რომ მბაპეს ტრანსფერი ხელი შესაძლოა ზინედინ ზიდანმა შეუშალოს

24 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა სურს. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, რადგან პსჟს შუა სეზონში მწვრთნელის შეცვლა არ უნდა.

თუმცა, გეგმები თავდაყირა დადგება, თუ პარიზელები მთავარ მწვრთნელობაზე რეალის ლეგენდას, ზინედინ ზიდანს დაიყოლიებენ. ყველამ იცის, რომ ზიზუ საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაზე ოცნებობს, თუმცა ეს თანამდებობა მინიმუმ 2022 წლის მუნდიალის დამთავრებამდე არ იქნება ვაკანტური.

ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ზიდანმა უარი იმიტომ უთხრა, რომ პსჟს შემოთავაზებას ელოდება. პარიზელები მის დანიშვნას ადრეც ცდილობდნენ, როცა მომავალი რეალში ეჭვქვეშ იყო. მხარეებს შორის დიდებული ურთიერთობაა.

ფაქტი ის არის, რომ გასულ ზაფხულს მბაპე რეალში გადასვლას ზიდანის წასვლის მიუხედავად ცდილობდა. თუმცა ისიც აშკარაა, რომ ზიზუს დანიშვნა პსჟსთვის ძალიან დიდი უპირატესობა იქნება თუნდაც იმის თვალსაზრისით, რომ მბაპე კიდევ ერთი წლით მაინც დაიტოვონ.

რეალში ყოფნისას ზიდანი კლუბს მბაპეს მოყვანაში აქტიურად ეხმარებოდა და აშკარაა, რომ პსჟში მისვლის შემთხვევაში, ის ფრანგი ვარსკვლავის თავისთან დატოვებას შეეცდება!


კომენტარები: