"იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე: "რანგნიკმა ჭკუა უკვე ისწავლა"

22 იანვარი 2022, შაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრენტფორდის" მატჩისას კრიშტიანუ რონალდუს ცვლილებამ ეს უკანასკნელი ძალიან გააბრაზა, ვიდეოები კი სოციალურ ქსელებს მოედო.

ამ საკითხს შეეხო "იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე ოუენ ჰარგრივსი, რომლის თქმითაც, რალფ რანგნიკი ამას აღარ გააკეთებს და მან ჭკუა ისწავლა.

"არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რალფი რონალდუს ისევ შეცვლის, რადგან კრიშტიანუმ მას ჭკუა ასწავლა.

'უბრალოდ დამტოვე მოედანზე, მე მსოფლიოში საუკეთესო ათლეტი ვარ 36 წლის ასაკში' - ეს იყო რონალდუს მესიჯი, მას მოედნიდან გასვლა არ სურს.

რანგნიკი ფრთხილად უნდა იყოს, კრიშტიანუ მის მხარეს არის, მაგრამ რონალდუს გაყვანა საჭირო არ არის. თუ შეგიძლია, ეს მოთამაშე მინდორზე უნდა დატოვო", - განაცხადა ოუენმა.


კომენტარები: