"მე ვიყავი მწვრთნელზე გაბრაზებული?", - რაშფორდმა იუნაიტედის ექს-ფეხბურთელს უპასუხა

02 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა, გუნდის ექს-ნახევარმცველს ოუენ ჰარგრივზს უპასუხა, რომელმაც ივარაუდა, რომ შემტევი „ტოტენჰემთან“ სკამზე დარჩენის გამო მწვრთნელზე გაბრაზებული იქნება.

ინგლისელი შემტევი მოედანზე 71-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად გამოჩნდა და გოლის გატანაც მოასწრო.

ჰარგრივზის თქმით, რაშფორდის გოლის აღნიშვნაშივე გამოჩნდა, რამდენად გაბრაზებულია ის სოლსკიაერზე.

„მე ვიყავი მწვრთნელზე გაბრაზებული? მატჩი მოვიგეთ, ეს აღნიშვნა კი უბრალოდ ნამდვილი შვება იყო! რთული კვირა იყო.“ - წერს რაშფორდი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ ხელმძღვანელობამ სოლსკიაერს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცა, საიდანაც ერთი გუნდმა „ტოტენჰემთან“ სტუმრად მოიგო.


კომენტარები: