ნამდვილი ლიდერი - რას ეუბნებოდა რონალდუ მოთამაშეებს მეორე გოლის შემდეგ

21 იანვარი 2022, პარასკევი


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში წლის პირველი გამარჯვება "ბრენტფორდის" წინააღმდეგ, სტუმრად მოიპოვა.

რალფ რანგნიკის ბიჭებმა მეორე ტაიმში გაილაღეს და შესანიშნავი პერფორმანსიც შემოგვთავაზეს, რისი დამსახურებითაც 3 გოლი გაიტანეს.

მეორე გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა. სკოტ მაკტომინეის წამოწყებული კონტრშეტევა კრიშტიანუ რონალდუმ მკერდით გააგრძელა, შემდეგ კი ბრუნო ფერნანდეშმა მეისონ გრინვუდს ცარიელ კარში გაატანინა - ვიდეო.

როგორ გაირკვა, მეორე გოლის აღნიშვნის დროს რონალდუ თანაგუნდელებს 1 ფრაზას უმეორებდა - "ფოკუსირდით მატჩზე, რამდენიმე წუთი დარჩა დასრულებამდე."

ამ სიტყვების მთავარი მიზეზი კი პრემიერ ლიგის წინა ტურის მატჩია, სადაც "იუნაიტედი" ასევე იგებდა 2-ბურთიანი სხვაობით, თუმცა იქ "ასტონ ვილამ" ანგარიში მაინც გაათანაბრა.

კომენტარები: