რამ გააბრაზა რონალდ კუმანი გუშინდელ მატჩში

21 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


როგორც იცით, "ბარსელონამ" გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამართა, სადაც "დინამო კიევს" მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები მეტოქის ნახევარზე ხეირიანად არც გადასულან და ამ მხრივ "ბარსას" საფრთხილო არაფერი ჰქონია, კატალონიურ გრანდს მოდუნების საშუალება მაინც არ მიეცა, რადგან 1 გოლის გაშვება მათთვის დამღუპველი იქნებოდა.

თუ Sport-ს დავუჯერებთ, სწორედ ამან გააბრაზა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი.

წყაროს თანახმად, 58 წლის სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისმა გუნდმა თამაშის მოკვლა ვერ მოახერხა.

კუმანის გაღიზიანება კარგად გამოჩნდა იმ მომენტშიც, როცა ანსუ ფატიმ რეალური საგოლე მომენტი გააფუჭა.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" მომდევნო მატჩი მადრიდის "რეალთან" 24 ოქტომბერს ელოდება,


კომენტარები: