რანგნიკის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ: "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს წავაგეთ"

16 იანვარი 2022, კვირა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2022 წელს პრემიერ ლიგაში პირველ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" 3 ქულა ისევ ვერ მოიპოვეს.
ბრუნო ფერნანდეშის დუბლის წყალობით "იუნაიტედი" 2 ბურთით გავიდა წინ, მაგრამ "ასტონ ვილას" რიგებში თავის გამოჩენა ჯეიკობ რემზიმ და დებიუტანტმა ფილიპე კოუტინიომ მოახერხეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, რალფ რანგნიკმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ შეხვედრას წაგებულად თვლის.

"ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ეს მატჩი წავაგეთ. როცა 2 ბურთით იგებ, თავს იმაზე ბევრად უკეთ უნდა იცავდე, ვიდრე ეს ბოლო 15 წუთში გავაკეთეთ.
ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ, არ ვთამაშობდით კომპაქტურად და შესაბამისად, ჩვენ კარში ორი გოლიც მივიღეთ.
ძალიან რთულია მატჩის შემდეგ რამე პოზიტივის პოვნა. გვქონდა მომენტები, როცა ჩემი აქ მოსვლის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდით, პირველ 30 წუთში დომინაცია დავამყარეთ", - განაცხადა რანგნიკმა.


კომენტარები: