შვაინშტაიგერი: "რანგნიკი ჩელსისა და მანჩესტერს შორის არსებულ ჩამორჩენას აღმოფხვრის"

30 ნოემბერი 2021, სამშაბათი


„მანჩესტერ იუნაიტედის“ და გერმანიის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, გუნდში რალფ რანგნიკის დანიშვნაზე ისაუბრა.

გერმანელი სპეციალისტი „წითელ ეშმაკებში“ სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

„ჩელსის სათამაშო სტილი ამ სეზონში მათ ტიტულების მოგებაში დაეხმარება. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ ასპექტში ჯერ მოიკოჭლებს, მაგრამ რალფ რანგნიკის ხელში ეს ჩამორჩენა ლიკვიდირებული იქნება.

წარმატებები „ჩელსის“ და „მან.იუნაიტედს“ მომდევნო შეხვედრებში.“ - წერს შვაინი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

დღეს, 29 ნოემბერს, „მანჩესტერმა“ დროებით მწვრთნელად რანგნიკის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. გერმანელი გუნდში მწვრთნელად სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი ერთ-ერთ სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლებს.


კომენტარები: