"რონალდუს საუკეთესო პოზიცია - სათადარიგოთა სკამია", - ასტონ ვილას ექს-ფორვარდმა კრიშტიანუს გადაუარა

30 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


„ასტონ ვილას“ ექს-ფორვარდმა, გაბრიელ აგბონლახორმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.

აგბონლახორის თქმით, პორტუგალიელისთვის იდეალური პოზიცია ამჟამად სათადარიგოთა სკამია.

„რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ აღარ არის ის, ვინც ადრე იყო. თავისი საუკეთესო მატჩი „იუნაიტედმა“ „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართა, როცა რონალდუ თადარიგში იყო.

რაშფორდი, გრინვუდი და სანჩო შეტევაში პოზიციებს ხშირად შეიცვლიან და ერთმანეთს უკეთ გაუგებენ. მწვრთნელს საშუალება რომ ჰქონდეს, შემდეგ მატჩზე რონალდუს თადარიგში დატოვებდა.

„ნიუკასლთან“ მატჩში რონალდუ მხოლოდ ხელებს წევდა, რადგან არანაირი შანსი არ ჰქონია. მას მხოლოდ საკუთარი მიზნები ადარდებს. ამ შეხვედრაში ის ზედმეტად გადატვირთული იყო გონივრულად. ნაწყენს ჰგავდა, როცა მოედნიდან გადიოდა. ვფიქრობ, გასახდელში ის თანაგუნდელებზე გაბრაზებული იყო.
რონალდუს თამაშისადმი მიდგომა არასწორია. რაშფორდის, სანჩოს და გრინვუდის ადგილზე რომ ვიყო, კარში დარტყმის შემეშინდებოდა. მათი ყველა ქმედების შემდეგ ის ხელს წევს და ანიშნებს, მე რატომ არ დამარტყმევინეო.

ამ გასახდელში ჰარმონია არ არსებობს. რაშფორდი და ფერნანდეში იმაზე უარესად გამოიყურებიან, ვიდრე რონალდუმდე იყვნენ. მათ არ შეუძლიათ ძველებურად თამაში. ისინი მხოლოდ რონალდუსთვის გასაკეთებელ პასზე და შესაქმნელ შანსზე ფიქრობენ.

რონალდუს მოსვლამდე გრინვუდი მეტოქეებს ატყუებდა და კარში არტყამდა. ახლა ეს არ არის და მას შესვენებაზევე ცვლიან. ამ შემტევების ადგილზე, დავფიქრდებოდი, რაში გვჭირდება ის საერთოდ?“ - აღნიშნა გაბრიელმა.


კომენტარები: