"ასტონ ვილას უფრო ყურადღებით დავაკვირდები", - კლოპი ჯერარდის დანიშვნაზე

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის ლეგენდარული ექს-ფეხბურთელის, სტივენ ჯერარდის „ასტონ ვილაში“ დანიშვნაზე ისაუბრა.

„მის გამო გახარებული ვარ. ვიცი, რომ მას „რეინჯერსში“ მოსწონდა, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა და ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

წარმომიდგენია, როგორი გახარებული და მოტივირებულია ჯერარდი, რადგან „ასტონ ვილა“ - მასშტაბური გუნდია. ეს მისთვის, როგორც მწვრთნელისთვის კარგი შესაძლებლობაა და კლუბსაც ახალ ჰორიზონტებს უხსნის.

ახლა „ასტონ ვილას“ უფრო ყურადღებით დავაკვირდები, მაგრამ როცა მეტოქეები ვიქნებით, ყველაფერი რაღა თქმა უნდა სხვაგვარად იქნება. ჯერარდი ჩვენთან მატჩს ძალიან სერიოზულად მიუდგება, დარწმუნებული ვარ.

ამ 95 წუთით ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ. თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგი სიახლეა ჩვენთვის.“ - აღნიშნა კლოპმა.


კომენტარები: