"რონალდუ თავისი თამაშით რაშფორდს, სანჩოსა და გრინვუდს ხელს უშლის", - ასტონ ვილას ყოფილი ფეხბურთელი

31 დეკემბერი 2021, პარასკევი


"ასტონ ვილას" ყოფილი თავდამსხმელი, გაბრიელ აგბონლაჰორი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს მოედანზე ყოფნა უარყოფითად მოქმედებს გუნდის სხვა შემტევ მოთამაშეებზე.

"უცნაური იყო მისი დამოკიდებულება. რაშფორდის, გრინვუდის ან სანჩოს ადგილას რომ ვიყო, კარში დარტყმის შემეშინდებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ აქვთ სახიფათო მომენტი, ის ხელებს ჰაერში ასწევს და ამბობს: "რატომ არ მომეცი პასი?"

მათ გასახდელში ატმოსფერო არასწორია. რაშფორდი და გრინვუდი რონალდუს მოსვლის შემდეგ ფორმაში არ არიან. თავს ვერ იჩენენ, ეტყობა ფიქრობენ: "ბურთი რონალდუს უნდა გადავცე, რონალდუს მომენტი უნდა შევუქმნა".

რონალდუს მოსვლამდე გრინვუდი დრიბლინგზე მიდიოდა და კარში ურტყამდა, მაგრამ ამას აღარ აკეთებს და შესვენებაზე იცვლება. რაშფორდის, გრინვუდის ან სანჩოს ადგილზე რომ ვიყო, საკუთარ თავს ვეტყოდი: "რაში გვჭირდებოდა მისი მოწვევა?"

ის საოცარი მოთამაშეა, რომელსაც საოცარი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ის არ არის ის ფეხბურთელი, როგორიც ადრე იყო. იუნაიტედმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა ჩელსის წინააღმდეგ, სანამ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იყო.

რაშფორდს, გრინვუდს და სანჩოს შეუძლიათ თავდამსხმელთა სამეულში თამაში, პოზიციების შეცვლა და დაცვაში ჩასვლა. მწვრთნელს რომ შეეძლოს რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დაყენება, ამას გააკეთებდა", - განაცხადა აგბონლაჰორმა.


კომენტარები: