მან სიტიმ ინგლისის ჩემპიონატში ლივერპულის მიერ 1982 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა

20 დეკემბერი 2021, ორშაბათი


„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგის მე-18 ტურში „ნიუკასლი“ 4:0 დაამარცხა.

პეპ გვარდიოლას გუნდისთვის ეს 2021 წელს პრემიერ ლიგაში 34-ე მოპოვებული გამარჯვებაა და ამით, „ქალაქელებმა“ ჩემპიონატის რეკორდი დაამყარეს, რომელიც აქამდე „ლივერპულს“ ეკუთვნოდა.

1982 წელს ინგლისის ჩემპიონატში მერსისაიდულმა გუნდმა 33 გამარჯვება მოიპოვა და ეს რეკორდი 2021 წლამდე შენარჩუნდა.

მიმდინარე სეზონში „სიტიმ“ 18 ტურში 44 ქულა დააგროვა და ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „ლივერპულია“, რომელმაც 17 შეხვედრაში 40 ქულა დააგროვა.

2021 წლის ბოლომდე მანჩესტერული კლუბი პრემიერ ლიგაში „ლესტერს“ და „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდება.

2021 წელი კი გვარდიოლას შეგირდებისთვის 8 იანვარს, ინგლისის თასის 1/32-ფინალში „სვინდონ ტაუნთან“ მატჩით გაიხსნება.

კომენტარები: