ბენზემამ მესის და რონალდუს რეკორდი მოხსნა

20 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


კარიმ ბენზემამ მალიორკას წინააღმდეგ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ძალიან შთამბეჭდავი რეკორდის გაუმჯობესება შეძლო..


6 ტურის შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელის ანგარიშზე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, რაც იმას ნიშნავს რომ კარიმმა 15 გოლში მიიღო მონაწილეობა, ეს კი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია
აქამდე ეს რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014/15 სეზონის სტარტზე 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც აქამდე ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მესიმ თავისი საუკეთესო შედეგი 2011/12 სეზონის სტარტზე აჩვენა, როცა 13 გოლში მიიღო მონაწილეობა. კარიმ ბენზემამ ორივე ეს შედეგი გააუმჯობესა.


ბენზემა ლა ლიგაში საუკეთესო ბომბარდირობასთან ერთად, საგოლე გადაცემების ცხრილსაც ლიდერობს და მიმდინარე სეზონში ტურნირის მთავარი ვარსკვლავია



კომენტარები: