კონტრაქტის ახალი დეტალი - რონალდუს მსუყე ბონუსის მიღება შეუძლია

19 დეკემბერი 2021, კვირა


2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა.

პორტუგალიელმა მოთამაშემ ხელფასი საგრძნობლად შეიმცირა, რათა ოლდ ტრაფორდზე გაეგრძელებინა კარიერა, თუმცა მის კონტრაქტში საინტერესო პუნქტია.

Daily Star-ის ინფორმაციით, რონალდუ "იუნაიტედისგან" მილიონ ფუნტს მიიღებს, თუ ის მოიგებს ოქროს ბურთს, გახდება UEFA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშე ან გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 450,000 ფუნტით განისაზაღვრა.

სავარაუდოა, რომ ხელშეკრულებაში კიდევ რამდენიმე პუნქტი იქნება, რომლებიც ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია.

კომენტარები: