ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტ თანხას სოციალურ ქსელში პოსტებით - საუკეთესო ათეული

15 ოქტომბერი 2021, პარასკევი


ფეხბურთელებს მთავარი პროფესიის გარდა, შემოსავლის მრავალი წყარო აქვთ. ერთ-ერთი მათგანი სოციალური ქსელია. ისინი თითოეული პოსტის განთავსებით გარკვეული რაოდენობის თანხას გამოიმუშავებენ.

პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელი ინსტაგრამის თითოეული პოსტით 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მეორე ადგილზე პოლ პოგბაა (208 000 ევრო), ხოლო სამეულს მოჰამედ სალაჰი ავსებს (189 000 ევრო).
საბოლოოდ, ათეული ასე გამოიყურება:
  1. კრიშტიანუ რონალდუ - 1.5 მილიონი ევრო
  2. პოლ პოგბა - 208 000 ევრო
  3. მოჰამედ სალაჰი - 189 000 ევრო
  4. ტიაგო სილვა - 77 000 ევრო
  5. რაფაელ ვარანი - 73 000 ევრო
  6. გაბრიელ ჟესუსი - 66 000 ევრო
  7. კევინ დე ბრუინი - 64 000 ევრო
  8. რობერტო ფირმინო - 55 000 ევრო
  9. ნ'გოლო კანტე - 51 000 ევრო
  10. მარკუს რეშფორდი - 50 000 ევრო


კომენტარები: