რონალდუ: "ჩემი შვილი მუდამ ამას მთხოვს"

21 ნოემბერი 2021, კვირა


კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა და ამიერიდან, კლუბის აკადემიაში მისი შვილი, კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორიც ითამაშებს.

MEN-ის ინფორმაციით, უმცროსი კრიშტიანუ "იუნაიტედის" 12-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხება და კაი რუნისთან ერთად დაიწყებს თამაშს.

ამ საკითხის შესახებ კრიშტიანუმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯუნიორს მამასთან ერთად სურს პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.

"ჩემი შვილი მუდამ მეუბნება - მამა, კიდევ რამდენიმე წელი მოითმინე. მე მინდა, რომ შენთან ერთად ვითამაშო", - განცხადა რონალდუმ.

ამისთვის, კრიშტიანუს კიდევ მინიმუმ 5 წლით, ანუ 41 წლამდე მოუწევს თამაში, რაც მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე გამორიცხული ნამდვილად არ არის.

კომენტარები: