რამდენს ითხოვს "ბორუსია" ჰალანდში – ინფორმაცია მის კონტრაქტთან დაკავშირებით

03 დეკემბერი 2021, პარასკევი


მრავალი გამოცემა იტყობინება, რომ ერლინგ ჰალანდის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმად, მას კლუბის დატოვების შესაძლებლობა მიეცემა თუ მსურველი დორტმუნდის "ბორუსიას" დაახლოებით 75-90 მილიონ ევროს გადაუხდის მომავალ ზაფხულს.

"არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მასთან კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტი არსებობს. ჩვენი მოთამაშეების კონტრაქტების 90%-ში ეს პუნქტი არ შედის", – დასძინა "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ.

"AS-ზე" დაყრდნობით, გერმანული კლუბი ნორვეგიელი ცენტრფორვარდის 100 მილიონ ევროდ გაყიდვას დასთანხმდებოდა მომავალი ზაფხულისთვის.
 დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა კვლავ იმედიანადაა განწყობილი მის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მიუხედავად "ბარსელონასა" და "რეალის" ინტერესისა.


კომენტარები: