"ბარსელონას დაცემა მესის წასვლით დაიწყო", - გრიზმანი

11 დეკემბერი 2021, შაბათი


"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, რომელიც "ატლეტიკოში" იჯარით თამაშობს, კატალონიური კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა:

"ეს გამაოგნებელია რადგან ბარსელონა ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე იყო და ზედიზედ მრავალი წლის მანძილზე გადიოდა პლეი ოფში. ფაქტია, ბევრი რამ შეიცვალა.

ლეო მესი წავიდა, ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბარსასათვის. შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა...თქვენ უნდა იყოთ მომთმენი და ენდოთ მათ, ვინც კლუბში მუშაობენ", - განაცხადა გრიზმანმა Movistar-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს "ატლეტიკოს" ექნება "ბარსელონასგან" ფრანგის საბოლოო გამოსყიდვის უფლება. ამისთვის მადრიდულ კლუბს 40 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდება.


კომენტარები: