"ბარსელონა" კოუტინიოსთვის "ლივერპულს" ფულს არ გადაუხდის

18 აგვისტო 2020, სამშაბათი


ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" გამოვარდნის მერე, The Mirror-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, კატალონიელებს 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ "ლივერპულისთვის", თუ ჩემპიონთა ლიგა ფილიპე კოუტინიო "ბაიერნთან" ერთად მოიგებდა.

მაგრამ, Mundo Deportivo-მ ეს ინფორმაცია უარყო. მათი თქმით, "ბლაუგრანა" მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ბონუსის თანხას, თუ კოუტინიო "ბარსასთან" ერთად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მოთამაშე გერმანულ კლუბში იჯარით თამაშობს. ჩემპიონთა ლიგაზე ის "ბარსელონასაც" შეხვდა, კოუმ 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა ამ მატჩში.


კომენტარები: