"მესი საფრანგეთში თამაშით იტანჯება", - სუარესი

04 დეკემბერი 2021, შაბათი


მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმენში" თამაშის შესახებ საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

"ყოველდღიურად ვსაუბრობთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ მოლოდინების გარეშე ვილაპარაკოთ, რადგან ფეხბურთელები ვართ და ვიცით, როგორ მოვიქცეთ ასეთ მომენტებში.

ჩვენ ვსაუბრობთ თამაშებზე, ოჯახებზე. მესიმ მითხრა, რომ ძალიან იტანჯებოდა ასეთ სიცივეში და თოვლში თამაშით. ახალ გარემოსთან ჯერ შეგუება სჭირდება", - თქვა სუარესმა TNT Sports-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მესიმ მიმდინარე წელს თავის კარიერაში რიგით მეშვიდე ოქროს ბურთი მოიგო. აქვე დავამატებთ, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 მატჩში 4 გოლია.


კომენტარები: