"ბარსელონას" მკვლელი სჭირდება - როგორია კავანის პოზიცია

09 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


"ბარსელონას" მკვლელი სჭირდება და ედინსონ კავანის კანდიდატურას კლუბში სერიოზულად განიხილავენ, - იტყობინება Mundo Deportivo.

ურუგვაელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული, რომ "ბლაუგრანამ" ედის დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე ცადოს.

თუ Sport-ს დავუჯერებთ, "კამპ ნოუზე" გადასვლა თავად 34 წლის ფორვარდსაც უნდა.

მაშასადამე, ურუგვაელის გალურჯბროწეულისფერების ალბათობა საკმაოდ დიდია.

მიმდინარე სეზონში ედიმ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სულ 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები: