დემბელე შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

04 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსელონას" შემტევს, ოსმან დემბელეს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს. ფრანგი ვინგერით საკმაოდ აქტიურად "ლივერპული" ინტერესდება.

კატალონიური გუნდის გარემარბის ტრანსფერის ინიციატორია პირადად იურგენ კლოპი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელიც არის.

გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ ის შეძლებს "ბლაუგრანას" შვიდიანის კარიერის რეანიმირებას. "ლურჯ-ბროწეულისფრები" კი თავის მხრივ 24-წლის ფლანგელის შენარჩუნებას გეგმავენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის წინადადებას უმზადებენ მერსისაიდელები "ბარსელონასა" და დემბელეს. არაა გამორიცხული, "წითლებს" ფრანგი შემტევი ერგოთ უფასოდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ 105 მილიონ ევროდ გადმოსული ოსმანი "ბლაუგრანაში" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 118 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა.


კომენტარები: