ბარსელონას აგუეროს შემცვლელად მანჩესტერის ფეხბურთელი სურს

07 ნოემბერი 2021, კვირა


კატალონიის ბარსელონა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედის შემტევ ედინსონ კავანის შეძენას გეგმავს.

ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს. წყაროს ცნობით, კატალონიელები კავანის დამატება აგუეროს შემცვლელად სურთ, რომელსაც რამდენიმე თვე გაუცდება.

აგუეროს გულზე დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურა ჩაუტარდა. არგენტინელს მომდევნო სამი თვის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს. სწორედ ამ სამთვიანი მკურნალობის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ ხანში შეძლებს ის ბარსელონას რიგებში თამაშს.

რაც შეეხება კავანის, მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს. Transfermarkt-ი ურუგვაელ შემტევს 6 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში გამართულ 8 მატჩში კავანის ანგარიშზე 1 გოლია


კომენტარები: