ისტორიის წერა გრძელდება - მესიმ პელეს აჯობა

08 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


ლიონელ მესიმ "პარი სენ ჟერმენსა" და ბელგიურ "ბრიუგეს" შორის გამართულ მატჩში დუბლი შეასრულა.

ლეომ მეტოქის კარი ჯერ შორეული დარტყმით აიღო, მერე კი თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად.

დღევანდელი მატჩის მერე არგენტინელს კარიერაში 758 გოლი დაუგროვდა, რითაც მან პელეს გადაასწრო.

ბრაზილიელ ლეგენდის აქტივში 757 გოლია.

მესი ახლა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" 37 წლის სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. მადეირელის ანგარიშზე 801 შედეგიანი დარტყმაა.


კომენტარები: