"ბარსაში" ეჭვობენ, რომ დემბელე ტუხელს უკვე შეუთანხმდა

08 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


"ბარსელონაში" ეჭვობენ, რომ უსმან დემბელეს ტომას ტუხელის "ჩელსის" უკვე შეუთანხმდა, - იტყობინება El Chiringuito.

ფრანგ გარემარბს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყება იანვრიდან შეეძლება, მაგრამ თუ ამ ცნობას დავუჯერებთ, "არისტოკრატებს" ყველაფერი
მოგვარებული ჰქონიათ.
ბუნებრივია, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, უსმანის გადაწყვეტილებაში მთავარი როლი ტუხელს ექნება ნათამაშები.

სწორედ გერმანელი სპეციალისტის ხელში ჰქონდა დემბელეს კარიერის საუკეთესო სეზონი, როცა მან დორტმუნდის "ბორუსიაში" გაიბრწყინა.

2016/2017 წლების სეზონში უსმანმა 49 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 21 ასისტი გააკეთა. ბუნებრივია, ეს სწორედ ტომასის დამსახურება გახლდათ.

ესპანურ პრესაში ხშირად წერენ, რომ ტუხელთან მუშაობა 24 წლის შემტევს ძალიან ენატრება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გაისად უსმანი თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადასვლა თავისუფლად შეეძლება.

კომენტარები: