„ვისაც მიშას სამართლის და სიმართლის გჯერათ, თქვენს ოჯახებში და თქვენი შვილების თავს იყოს იგივე სამართალი, გაწყობთ?“ - ექიმ ნინო ახობაძის მიმართვა

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


„ვისაც მიშას სამართლის და სიმართლის გჯერათ, თქვენს ოჯახებში და თქვენი შვილების თავს იყოს იგივე სამართალი, გაწყობთ?“ - ექიმ ნინო ახობაძის მიმართვა

ექიმი ნინო ახობაძე სოციალური ქსელის წერს:
„თქვენ კიდე მეუბნებით-როგორ ბედავ რომ გეცოდებაო!
კარგით რაა, კარგი რაა
ნუ, აი, აბა, როგორ არ მებრალებოდეს ხალხო ტიპი იყო საქართველოს დირექტორი!
სკოლაში რომ რადიატორთან იჯდა და (იმათ მიეცათ ჩვენი ცოდვა, ვინც მაგას თავში უტყაპუნებდა და აშნირებდა მაშინ) იყო ერთი დაკომპლექსებული დოყლაპია, ეს მაინც ხომ აღარაა საკამათო, ჰოდა
იყო ქვეყნის დირექტორი; ჩათვალეთ ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, ფლობდა აქციების სრულ პაკეტს. ყიდულობდა და ყიდდა ადამიანებს. მშვენიერი სარფიანი ბიზნესია, ვერაფერს იტყვი.

მის კომპანიას ერქვა (გვერქვა) "შპს საქართველო".
ჰქონდა ის, რაც სურდა. ჰყავდა ის, ვინც სურდა.
რომელ ნაშაზეც დორბლი გაეწელებოდა, მყისიერად ქვეშ ყავდა ამოდებული;
მაგრამ (ნუ დავუკარგავთ) მერე ამ ქალებს გადასარევად უწყობდა ცხოვრებას.
-------
ჰქონდა საკუთარი კინო-თეატრი. მის კინოში ყველა ჯერზე ცოცხალი ადამიანები მონაწილეობდნენ. ყველა კადრი ცოცხალი შესრულებით. ზოგჯერ ერთ დუბლს იღებდნენ ასჯერ, სანამ მას არ მოეწონებოდა, იქამდე...
უყურებდა და ტკბებოდა. ტკბებოდა წამების ყურებით.
ციხე-მისი კინოთეატრი იყო.

ის ციხე, სადაც ახლა თავად ზის.
კინო რომ მობეზრდა, მერე ომობანა ითამაშა;
საკუთარი თვალით ვნახე ამ "თამაშში" - ნაფლეთებად ქცეული ბიჭები; შეშინებული მოსახლეობა, გზებზე გამოფენილი ქალები და კაცები, რომლებიც ცრემლიან თვალებს გვაყოლებდნენ და ხელს გვიქნევდნენ...
კონცერტიც ვნახე მაშინ, სანამ ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ დაუმარხავი იყო. ვერ ვუყურე, შემრცხვა.
დიქტატურა ჯარში ვნახე;
ყველა არჩევნებზე ცხვრის ფარასავით შერეკილი ადამიანები ვნახე-საარჩევნო ყუთებთან; სპეციალურად გამოცხადებული ყაზარმულებიც ვნახე-ყველა არჩევნების წინ! (არასოდეს მსგავსი 2012-ის მერე აღარ მინახავს);
ვინმე თურქი რომ ბათუმში თავის მორიგ კერძო სასტუმროს გახსნიდა, იქ ჩემოფრენილიც ვნახე "ჩვენი ქვეყნის დირექტორი", კამერების წინ ლენტს რომ თავად ჭრიდა და აცხადებდა "დღეს კიდევ ერთი სასტუმრო გავხსენითო"!
მილანში შოპინგზეც ვნახე;
გორში მიწაზე მფორთხავიც;
სცენაზე ვიღაცა ქალი რომ ხელში აიტაცა და "ვაიმეე რა საყვარელიაა"-ეგეთიც ვნახე;
ბუჩქებში რომ მიუთითა ახალგაზრდებს-ეგეთიც;
ჟვანია რომ დაიტირა - ეგეთიც ვნახე;
ტელევიზორიდან რომ პუტინს ეჩხუბებოდა - ეგეთიც.
"არავითარი დანდობა, ყველა ციხეში"! - ეგეთიც ხომ მყავს ნანახი...
ირინა ენუქიძეს რომ დასცინა და ის ვიღაცეები შეიწყალა, ეგეც ხომ ვნახეთ;
თავისი კარის მომღერლების გარდა, ყველა ხელოვანი რომ მოიკვეთა და საჯარიმოზე გაუშვა, ეგეც ვნახეთ;
7 ნოემბერს რაც ჩაიდინა - ეგეც;
დირექტორიც ეგ იყო, დამფუძნებელიც და მაყურებელიც;
მისი ძალაუფლება იდგა ძმებ ახალაიებზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე. იდეოლოგი ბოკერია ყავდა.  ხაზინადარი - კეზერაშვილი. მისი ცოლის თანამდებობა სანდრას ეკავა.
ყველა ჯავრი, ყველა წყენა, ყველა ბოღმა პატიმრებზე იყარა;
უმწეო ადამიანებზე, რომლებსაც თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდათ.
ვისაც მიშას სამართლის და სიმართლის გჯერათ
არ გწყევლით, არა
- თქვენს ოჯახებში და თქვენი შვილების თავს იყოს იგივე სამართალი.
გაწყობთ?
თქვენ ხომ თვლით რომ ის უდანაშაულოა?
ჰოდა, ჯანში გქონდეთ ეგ სიმართლე და ეგ სამართალი!
და თუ ის დამნაშავეა, მაშინ რა დედითქვენისა გინდათ?
რატომ შეგვჭამეთ და შეგვაწუხეთ - ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები?
-----
დავბერდი და მსგავსი არ მინახავს, ფილმშიც კი!
სადმე ოდესმე გინახაავთ? პატიმარი კაცი ასე იქცეოდეს?
კაცი ხალხო!
კაცი!
აი, ასე იპარჭყებოდეს, ტლიკინებდეს, ხელს იშვერდეს და ბადრაგს გამოჯავრებით ვიღაცის მონებს ეძახდეეს?
ეგეთი რამ გინახავთ სადმე? ან გაგიგიაათ?
- საჭმელს არ შევჭამ და კომფორტულ საავადმყოფოში წამიყვანეთო, ასეთი რამ გაგიგიაათ?
ეს ახლა კაცურია? ბიჭურია? ქალაქურია? ადამიანურია?
ქალი ვარ და სულ რომ ქუჩაში გამაკავონ და ციხეში წამიყვანონ და აბსურდული ბრალდება წამიყენონ
ასე როგორ მოვიქცევი კაცო?
ჭირვეული ჩასვრილი ბავშვივით მიწაზე გავწვე და გავიფარჩხო, არ წამოგყვებით-თქო???
რა სიგოიმეა, რა სიმდაბლეა, რა სილაჩრეა!
კაცი არა ხაარ შე უბედურო და საცოდავო?
- ცამდეც რომ იყო მართალი, რა სცენებს დგამ და რა არაკაცულად იქცევი, შენ როგორ გებარა ქვეყანა ჰაა?
ადე ზეზე და დადექი კაცურად შე კლოუნო!
ბოლო-ბოლო ამდენი შენზე შეყვარებული ქალი გიყურებს, რასაი გამხარ აბა?
მეცოდები
იმიტომ რომ ერთი დიდი ხორცის ტომარა ხარ
რომელიც აქამდე ჭამდი და კუჭში გადიოდი, სულ ეგ იყო შენი ცხოვრება
და აწი იძულებული ხარ ცოტა ჭამო.
იცი კიდე რატო მეცოდები?
- შენს ფიზიკურ განადგურებას რომ ნატრობენ შენი საქმიანი პარტნიორები, აი მაგიტომ
ყველაზე მეტად კი იმიტომ მეცოდები რომ
- ძმაკაცი არა გყავს!
მეტი რაღა უნდა დაგემართოს?
-----
იჯექი ეხლა და უცადე, დირიჟორ მაჭავარიანს ფისი როდის მოუნდება...
აუ დავიღალე რაა ნუ გადააყოლეთ ქვეყანა ამ ერთ ჩასვრილ იდიოტს! დავიღალე კი არა-გადავიწვი, ყველაფრით! რა დროს მიშაა...
აი ამეების წერაც მომბეზრდა, არადა სადაც გაიხედავ, ეგ სულით მახინჯია ყველგან..."



კომენტარები: