“ მიხეილ სააკაშვილი გამოვა გარეთ? ეს შესაძლებელია თუ..”- სააკაშვილის საქმის

28 ნოემბერი 2021, კვირა


“ მიხეილ სააკაშვილი გამოვა გარეთ? ეს შესაძლებელია თუ..”- სააკაშვილის საქმის


პა­ტიმ­რო­ბა რომ არ გაგ­ვე­უქ­მე­ბი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად შე­წყა­ლე­ბი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­ში დარ­ჩე­ბო­და. ახლა, თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმ დას­კვნამ­დე მივა, რომ შე­ი­წყა­ლებს, ჩვენ­თან პა­ტიმ­რო­ბა კი არა, არა­ნა­ი­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა აღარ აქვს და გა­რეთ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის გან­მხილ­ვე­ლი კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გან­მარ­ტა, რა­ტომ გა­უ­უქ­მა სა­სა­მარ­თლომ იმა­ვე საქ­მის წინა სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა.

გარ­და ამი­სა, ორ­კო­დაშ­ვილს აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ა­კაშ­ვილს 29 ნო­ემ­ბერს ჩა­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე მი­იყ­ვა­ნენ და აცხა­დებს, რომ თუ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს არ და­ეს­წრე­ბა, სხდო­მას არ ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

"ალ­ბათ ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს, რომ კონ­სი­ლი­უ­მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­დეს და არ მო­იყ­ვა­ნონ თუ ისი­ნი იტყვი­ან, რომ მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ თუ არ მო­იყ­ვა­ნენ, მის გა­რე­შე საქ­მეს არ გან­ვი­ხი­ლავთ. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ იქ­ნე­ბა სხდო­მა­ზე. უს­ვა­მენ ხაზს, რომ ფი­ზი­კუ­რად კარ­გა­დაა, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია. პლუს ამას, იქამ­დე რამ­დე­ნი­მე დღეა“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

 
ამას­თან, მო­სა­მარ­თლე გან­მარ­ტავს, რა­ტომ გა­ი­მარ­თა წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­წრე­ბის გა­რე­შე.

"სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ემორ­ჩი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტოს და არა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რო­დე­საც ჩვენ მოგ­ვდის სა­ბუ­თი, სა­დაც წე­რია, რომ პა­ტი­მა­რი ვერ მოჰ­ყავთ მისი ჯან­მრთლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ხომ ექი­მე­ბი არ ვართ, ეს ადა­მი­ა­ნი ან გზა­ში რომ გახ­დეს ცუ­დად ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და რამე და­ე­მარ­თოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?“- გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ.

კი­თხვა­ზე, მი­ე­ცე­მა თუ არა სა­ა­კაშ­ვილს მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა, მო­სა­მარ­თლე ორ­კო­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თა­ვად ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის.

„სა­ერ­თოდ, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი სხდო­მა, სა­დაც ასე­თი გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­კეთ­დეს. მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან, გა­მორ­ჩე­ულ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე და სა­უ­ბა­რია მე­სა­მე პრე­ზი­დენტზე, ასე­ვე არის ეჭი, რომ ის სპე­ცი­ა­ლუ­რად არ მოჰ­ყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მო­იყ­ვა­ნენ, არც მე და ვფიქ­რობ, არც ჩემი კო­ლე­გე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, სა­დაც ასა­ხუ­ლია, რო­გორც გა­დაჰ­ყავთ სა­ა­კაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ კად­რებ­ზე რო­გორც ადა­მი­ან­სა და მო­სა­მარ­თლეს, მძი­მე რე­აქ­ცია ჰქონ­და.


„ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მკვლე­ლიც რომ იყოს ადა­მი­ა­ნი, მი­სად­მი მოქ­ცე­ვა ფარ­გლებ­ში უნდა იჯ­დეს - რაც ჩვენ გვაჩ­ვე­ნეს, საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

მო­სა­მარ­თლე ასე­ვე სა­უბ­რობს გლ­და­ნის ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ შე­საძ­ლო ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ზე და ამ­ბობს -
 „ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­იკ­ვლიო და თუ მიხ­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ამ ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცე­მა“.


რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­სა­მარ­თლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლონ, ორ­კო­დაშ­ვი­ლის­თვის ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.
 
 
„მე, რო­გორც მო­სა­მარ­თლეს, ეს შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებს. გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­მე, არ ვართ ისე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ბე­დულ და სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ. რა­ტომ უნდა გა­ნი­ხი­ლოს უცხო­ელ­მა და რა­ტომ არა ლია ორ­კო­დაშ­ვილ­მა? გა­და­ხე­დონ ჩემს წარ­სულს“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ორ­კო­დაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა.
 
 
„რო­გორც მო­სა­მარ­თლემ თუ იცი, რომ თუნ­დაც ნული მთე­ლი მე­მი­ლი­ო­ნე­დი რა­ღაც და­გი­შა­ვე­ბია, გა­ჩუმ­დე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ადა­მი­ა­ნი და მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­საც არა­ფე­რი და­გი­შა­ვე­ბია, არ მი­გი­ღია იმ ადა­მი­ა­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­დე­საც შენ­ზე ასეთ ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა... ექიმ­თან წას­ვლაც დამ­ჭირ­და ნერ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცდა მქონ­და. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 29 ნო­ემ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, მის­ცემს თუ არა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.





კომენტარები: