მბაპე: "მომავალში ასეთ კლუბში ვითამაშებ"

07 დეკემბერი 2021, სამშაბათი


ახალი ამბავი არ არის, რომ კილიან მბაპე "პარი სენ-ჟერმენის" დატოვებასთან ძალიან ახლოსაა, მისი ტრანსფერის ფავორიტი კი მადრიდის "რეალია".

ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

მბაპემ RMC Sport-თან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ეს მარტივი არ არის. რაც არ უნდა მოხდეს, მომავალში დიდ კლუბში ვითამაშებ. ხალხი მეკითხებოდა, ვიყავი იმედგაცრუებული თუ არა. რა თქმა უნდა, თავიდან ვიყავი,
რადგან წასვლა მინდოდა, თუმცა მე-3 დივიზიონში არ ვთამაშობდი.

ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საკუთარ თავს მრავალი კითხვა დავუსვი. მშობლებსაც ხშირად ვესაუბრებოდი. ვიცოდი, რომ წასვლა მინდოდა. მათ მითხრეს, რომ
მოედანზე ვკონცენტრირებულიყავი", - განაცხადა მბაპემ.

კომენტარები: