პოჩეტინომ მბაპეს მომავალზე ისაუბრა

15 ოქტომბერი 2021, პარასკევი


კილიან მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, ჯერჯერობით მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე არ შეთანხმებულან.

პარიზული გუნდის თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ, მის მომავალზე ისაუბრა:

"მბაპე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, ხოლო კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის დარჩენაში დაარწმუნოს, რადგან ჩვენ 22 წლის ასაკში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.

ამჟამად სიტუაცია იმდენად გახსნილია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "პსჟ" ამბიციური გუნდია, ხელმძღვანელობას შეუძლია კილიანის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
" - განაცხადა არგენტინელმა.

კომენტარები: