ჩავი უკან იხევს - "რეალი" სატრანსფერო ბრძოლაში დაწინაურდა

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ფრანკ კესის "მილანთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ.

კოტ დ'ივუარელ ნახევარმცველზე გრანდებს შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, სატრანსფერო ფანჯარაზე მისთვის მადრიდის "რეალიც" იბრძოლებს.

ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატში სურს, მისი უფასოდ გადაბირება კი როგორც სამეფო კლუბს, ასევე "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოსაც" სურთ.

გამოცემა ასევე წერს, რომ ნახევარმცველის ტრანსფერის ფავორიტი სწორედ "ბლანკოსია" ამის მიზეზად კი "ბლაუგრანაში" ჩავის მოსვლას ასახელებს.

როგორც ირკვევა, 41 წლის მწვრთნელი, რომელიც კატალონიურ კლუბში პოზიციაზე ახლახან დაინიშნა, კესის საკუთარ გუნდში ვერ ხედავს და ამჯობინებს, შანსი ისეთ ნახევარმცველებს მისცეს, როგორებიც არიან - გავი, პედრი და ნიკო გონსალესი.


კომენტარები: