დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე კარი მშრალად 8 თვის შემდეგ პირველად შეინახა

06 დეკემბერი 2021, ორშაბათი


5 დეკემბერს, „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ 1:0 მოიგო.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - WhoScored „ტვიტერში“ წერს, რომ „მან.იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ კარის მშრალად შენახვა 8 თვის შემდეგ პირველად მოახერხა.

უკანასკნელად, ეს 2021 წლის აპრილში მოხდა, როცა ოლე-გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „გრანადას“ 2:0 მოუგეს.

მას შემდეგ, ყველა ტურნირზე ყველა მეტოქემ, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ ჩამოვიდა სათამაშოდ, კარის მინიმუმ ერთხელ აღება მოახერხა.

გარდა ამისა, რანგნიკი გახდა ისტორიაში პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელმაც თავისი სადებიუტო მატჩის მოგება მოახერხა.

„ემიუმ“ 15 მატჩში 24 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილს იკავებს.


კომენტარები: