კუმანი ვალენსიასთან თამაშის შემდეგ: ამ მატჩის მოგება დავიმსახურეთ

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ვალენსიასთან" მატჩის (3-1) მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუნდმა გაშვებულ გოლზე ძალიან კარგი რეაგირება მოახდინა. ამ მატჩის მოგება დავმისახურეთ.


დღეს ფატიმ 1 საათი ითამაშა. ანსუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არაა. იმედი მაქვს, იგი შეძლებს, უფრო მეტი ითამაშოს.


ყოველთვის ვამბობდი, რომ ფატის მსგავსი ფეხბურთელები გვაკლდა, რადგან იგი ფლანგზე სწრაფია. ანსუს შეცვლა არ გვინდოდა, მაგრამ ჯერჯერობით მისი სათამაშო დროის განაწილება გვიწევს.


დესტმა გარემარბად თამაში იცის. მას ეს წარსულში უკვე გაუკეთებია. სერჟინიო ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 


დეპაი და ფატი ერთმანეთს კარგად უგებენ. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ.


კოუტინიოს დახმარებით თამაშის უკეთ გაკონტროლება შევძელით. მან იცის, როგორ გაიტანოს გოლები. ფილიპესი პირველივე დღიდან მჯეროდა. იგი ნელ-ნელა მოუმატებს, რადგან დღითიდღე ფიზიკურად უკეთესი ხდება.


გამარჯვების შემდგომი გრძნობა ფანტასტიკურია, მაგრამ ოთხშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს.


მაყურებელთა მცირე რაოდენობა? არ ვიცი, რატომ იყო ასეთი დასწრება. შესაძლოა, გრაფიკის გამო. იმედი მაქვს, ოთხშაბათს უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა.


სხვა თამაშებიც კარგად ჩავატარეთ, მაგრამ დაცვაში მოვუმატეთ, რადგან "ვალენსიას" სერიოზული საფრთხე არ შეუქმნია. გუნდი კომპაქტური და აგრესიული იყო.


პენალტი? არ ვიცი, იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი. მსაჯმა თამაში შეაჩერა და VAR საქმეში არ ჩართულა, ასე რომ, ეს პენალტია.


ანსუ მარცხნივ, დესტი კი მარჯვნივ ძალიან კარგი კომბინაციაა.


გაიას გოლი? არსებობს გოლები, რომელთა წინააღმდეგაც ვერაფერს გახდები. შესაძლოა, პოზიციები უკეთ შერჩეული გვქონდა, მაგრამ გაიას დარტყმა ძალიან ძლიერი იყო.


აგუერო მისი თვისებებისა და გამოცდილების გამო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თანდათანობით ის ფიზიკურად უკეთესი ხდება და გუნდს უფრო მეტად დაეხმარება.




კომენტარები: