"ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა", - ანჩელოტი სევილიასთან გამარჯვების შემდეგ

29 ნოემბერი 2021, ორშაბათი


რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, „სევილიასთან“ მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა.

ლოპეტეგი ფიქრობს, რომ „სევილია“ ამ მატჩში მარცხს კი არა, გამარჯვებას იმსახურებდა.

„სევილიამ თავისი ოსტატობა დაგვანახა, ის ძალიან ძლიერი გუნდია. მათ ანგარიში გახსნეს და ჩვენთვის რთული იყო სიტუაციის გამწვავება, შეტევაში ბალანსი გვაკლდა.

მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, თამაში უფრო თანაბარი გახდა და ჩვენ ზეწოლა გავაგრძელეთ.

ვფიქრობ, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ წაგებას არც ჩვენ ვიმსახურებდით.“ - აღნიშნა ანჩელოტიმ


კომენტარები: