"ეს მუდამ განსაკუთრებული იქნება" - პედრის პასუხი მესის კითხვაზე

05 დეკემბერი 2021, კვირა


2021 წლის კოპას ჯილდოს მფლობელმა, პედრი გონსალესმა France Football-ს ძალიან ვრცელი ინტერვიუ მისცა.

გარდა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვებისა, 19 წლის ნახევარმცველს თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ მესის მიერ გამოგზავნილ კითხვაზეც მოუწია პასუხის გაცემა.

"რომელი მატჩიდან გაქვს განსაკუთრებული მოგონებები?" - ასე ჟღერდა მესის კითხვა.

"ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა კი მას შემდეგნაირად უპასუხა:

"მატჩი "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ტურინში. მათ 2:0 მოვუგეთ. ეს ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული იქნება. მე ჩემპიონთა ლიგაზე ჩემს პირველ მატჩებს ვთამაშობდი და
გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა."

შეგახსენებთ, რომ გონსალესის მიერ დასახელებული შეხვედრა კატალონიელებმა უსმან დემბელესა და ლიონელ მესის გოლების წყალობით მოიგეს.

კომენტარები: