ნეიმარი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლებს მე, მესი და მბაპე გავიტანთ"

22 ნოემბერი 2021, ორშაბათი


Oh My Goal-მა "პარი სენ ჟერმენის" მეგავარსკვლავ ნეიმარ ჟუნიორთან ინტერვიუ ჩაწერა. ამ ინტერვიუში ყველა კითხვა ისეთი იყო, რომელზედაც ნეიმარს პასუხის სახით ან საკუთარი თავი უნდა დაესახელებინა, ან ლეო მესი და ან კილიან მბაპე.

როცა ბრაზილიელს ჰკითხეს, ვინ გაიტანდა გოლს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მან ამაზე ორიგინალური პასუხი გასცა.

"სამივე ჩვენგანი. ჩვენ 3:1-ს მოვიგებთ და გოლებს ყველა გავიტანთ," - თქვა ნეიმ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკელმა მეგავარსკვლავმა "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2020 წელს გაიყვანა, თუმცა მისი გუნდი მაშინ მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა.

მესი-მბაპე-ნეიმარის მაგიური ტრიოს შექმნით პარიზში იმედოვნებენ, რომ ევროპის მთავარ ტურნირს ახლა მაინც მოიგებენ. მართალია, შორსმიმავალი პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ "პსჟ" ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე პოზიციაზეა და "მანჩესტერ სიტის" ჩამორჩება.

სხვათა შორის, ოთხშაბათს პარიზელებს სწორედ "სიტისთან" ელოდებათ ჯახი, რომელიც 23:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები: