"ბარსელონაში" თამაში ყველას უნდა" - კუნ აგუეროს ვრცელი ინტერვიუ

14 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ El Pais-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
გთავაზობთ კუნის მიერ გაკეთებულ განცხადებებს:

"მარადონას სიკვდილი? თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. როცა ეს შევიტყვე, ვიფიქრე, რომ იტყუებოდნენ, როგორც ეს მრავალჯერ ჰქონდათ გაკეთებული. მერე კი ვნახე, რომ ამას უფრო და უფრო მეტი ადამიანი იმეორებდა, ამიტომ ინფორმაცია მარადონას ახლობელს ვთხოვე, მან კი ეს დამიდასტურა."

"რა მაკლდა ოქროს ბურთის მოსაგებად? ამაზე ბევრი მიფიქრია და ერთხელ ლეოსაც დავუსვი კითხვა. მესიმ მითხრა, რომ ოქროს ბურთის მოგების შანსის მისაღებად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა საჭირო და ის მართალია."

"პრობლემები გვარდიოლასთან? არა, არასდროს. მასთან არასდროს მიკამათია, თუმცა რაღაც საკითხები გავარკვიეთ, რადგან როცა ის მოვიდა, ერთმანეთს არ ვიცნობდით. ბოლო 3 წელი შესანიშნავი იყო."

"მესის წასვლა? ეს არ მჯეროდა. შაბათს მის სახლში მივედი. ვნახე, რომ იგი ძალიან იტანჯებოდა, ამიტომ შევეცადე, რამეთი დავხმარებოდი. ლეოს ჩემს Esport გუნდზე ველაპარაკებოდი."

"ვნანობ თუ არა "ბარსელონაში" გადმოსვლას? მოდი, გულწრფელები ვიყოთ. რომელ ფეხბურთელს არ სურს "ბარსაში" თამაში? გეტყვით, რომ მოთამაშეთა უმეტესობა ამაზე ოცნებობს და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმაშია "ბარსელონა."

"როცა კატალონიელებმა დამირეკეს, გადავწყვიტე, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა, თუ რამდენს გადამიხდიდნენ."

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში აგუეროს დებიუტი 17 ოქტომბერს, "ვალენსიას" წინააღმდეგ შედგება.


კომენტარები: