10 წელში 22 ტიტული მოვიგეთ, კარგად ვიმუშავეთ - ბართომეუ

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, Diario Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ბართომეუმ პრეზიდენტობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის დროს კლუბი წარმატებული იყო

"კლუბის დღევანდელი ხელმძღანელობა ცუდ მემკვიდრეობაზე საუბრობს, მე კი ამას ვერ ვხედავ. სპორტული მემკვიდრეობა? 10 წელში 22 ტიტული მოვიგეთ, ახალგაზრდულმა გუნდებმა იმაზე ტიტული მოიპოვეს, ვიდრე ოდესმე... მსოფლიოში საუკეთესო ქალთა გუნდი დავტოვეთ, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

მოდი, შევხედოთ, რამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი დავტოვეთ: ფატი, არაუხო, პუჩი, მინგესა, მოვიდა პედრი, მორიბა, ვისი მეშვეობითაც კლუბმა თანხა გამოიმუშავა.... დე ლა ფუნტეც.

ხოლო ისინი, ვინც პირველ გუნდში დაწინაურდნენ: გავი, ნიკო გონსალესი, კოლიადო - უკვე გუნდის აწმყო არიან, რადგან დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელები არიან.

ამ მხრივ შესანიშნავად ვიმუშავეთ", - თქვა ბართომეუმ.


კომენტარები: