კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში რალფ რანგნიკის დანიშვნას გამოეხმაურა

04 დეკემბერი 2021, შაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბიდან მაიკლ კერიკის წასვლაზე და რალფ რანგნიკის დანიშვნაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ, 40 წლის ინგლისელი ასრულებდა "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელის ვალდებულებებს.

"მაიკლ კერიკი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და შეუძლია შესანიშნავი მწვრთნელი გახდეს. ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია", - წერს 36 წლის
პორტუგალიელი სოციალურ ქსელში.

"პირადად მე ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი და ამასთანავე, ჩვენი მწვრთნელი იყო".

"მაგრამ მოვიდა დრო მივესალმოთ ბატონ რალფ რანგნიკს... მოდი დავიწყოთ!", - დასძინა კრიშტიანუმ.


კომენტარები: