ვისი ხილვა სურს მანჩესტერის მწვრთნელად რონალდუს, სოლსკიაერის გაშვების შემთხვევაში?

15 ნოემბერი 2021, ორშაბათი


„მანჩესტერ იუნაიტედში“ მთავარი მწვრთნელის შეცვლა არ გამოირიცხება.

ოლე გუნარ სოლსკიაერს გუნდში დარჩენა გარანტირებული არ ექნება, თუ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა რომელიმე სხვა მწვრთნელთან შეძლებს შეთანხმების მიღწევას.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, „ემიუს“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ სოლსკიაერის გაშვების შემთხვევაში, გუნდში ზინედინ ზიდანის დანიშვნას ემხრობა.

რონალდუ ზიდანთან ერთად მადრიდის „რეალში“ მუშაობდა და მათ ძალიან კარგი ტანდემი ჰქონდათ, რომლის განმავლობაშიც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ემიუს" ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ცდილობს ზიდანი „მანჩესტერში" დანიშვნაზე დაიყოლიოს. აქამდე იწერებოდა, რომ მას ინგლისში და კერძოდ „ოლდ ტრაფორდზე" მუშაობა არ სურს.

კომენტარები: