რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიდან სოლსკიაერის გათავისუფლებას ეხმაურება

22 ნოემბერი 2021, ორშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ფორვარდმა "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვებაზე კომენტარი გააკეთა.


"ფორვარდი იყო, როცა "ოლდ ტრაფორდზე" პირველად მივედი, ჩემი მწვრთნელი გახდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" დავბრუნდი".

"თუმცა, პირველ რიგში, ოლე გამორჩეული ადამიანია. ყველაფერში საუკეთესოს ვუსურვებ, რაც ცხოვრებამ მისთვის მოამზადა. წარმატებები, მეგობარო! შენ ამას იმსახურებ", - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

სოლსკიაერმა "ეშმაკუნები" 2018 წელს ჩაიბარა. ნორვეგიელის ხელმძღვანელობის ქვეშ ინგლისური კლუბი 2020/21 წლების სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" (1:1, 10:11 - პენალტების სერიაში) დამარცხდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 12 მატჩში მოპოვებული 17 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.


კომენტარები: