სტივენ ჯერარდმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


როგორც იცით, დინ სმიტის გათავისუფლების შემდეგ, ბირმინგემული „ასტონ ვილა“ მთავარი მწვრთნელის ძიებაში იმყოფება.

The Telegraph-ის ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ვარიანტად მთავარ მწვრთნელად „რეინჯერსის“ ამჟამინდელი დამრიგებლის, სტივენ ჯერარდის დანიშვნას განიხილავს.

ჯერარდის გარდა, ბირმინგემელების შორტ-ლისტში რალფ ჰაზენჰიუტლი (საუთჰემპტონი), კასპერ იულმანი (დანიის ნაკრები), ტომას ფრანკი (ბრენტფორდი) და პაულუ ფონსეკაც იმყოფებიან, რომელიც ადრე „რომას“ და „შახტარს“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის დინ სმიტის გათავისუფლების გადაწყვეტილება „ლომების“ ხელმძღვანელობამ დღეს, 7 ნოემბერს ოფიციალურად მიიღო.

სმიტი გუნდს 2018 წლიდან წვრთნიდა და მისი კონტრაქტი 2023 წლამდე იყო გაფორმებული.

კომენტარები: