ანჩელოტი: "მბაპე? ბავშვებმა საკუთარი ოცნებები უნდა აიხდინონ"

04 დეკემბერი 2021, შაბათი


„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კილიან მბაპეს ესპანურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა.

22 წლის ფეხბურთელმა კომიქსების სახით ავტობიოგრაფია გამოუშვა, რომელშიც არაერთხელ არის ხაზი გასმული იმ ფაქტზე, რომ ფრანგი შემტევის საოცნებო გუნდი მადრიდის „რეალია“.

მბაპე მკითხველს მოუთხრობს ისტორიას, როგორ ეწვია 12 წლის ასაკში „სანტიაგო ბერნაბეუს“, იხილა თავისი კუმირები ზინედინ ზიდანი და კრიშტიანუ რონალდუ და ოჯახს დაპირდა, რომ ერთ დღესაც ამ გუნდის ფეხბურთელი გახდება. 

„ბავშვებმა თავისი ოცნებები უნდა აისრულონ. თავის დროზე, მე სერია ა-ში თამაშზე ვოცნებობდი და ავიხდინე კიდეც.“ - აღნიშნა ანჩელოტიმ.
 


კომენტარები: