პერესი ახალი სანტიაგო ბერნაბეუს შესახებ: "ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება"

21 ნოემბერი 2021, კვირა


"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კლუბის საშინაო სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციაზე ისაუბრა.

"რეალი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ვასრულებთ იმ ოცნების ახდენას, რომლის რეალიზებაც შეუძლებელი ჩანდა".

"სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქცია მომავალი ზრდისა და წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული გახდება, "რეალის" ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იქნება".

"არქიტექტურული ხატი, ავანგარდის საერთაშორისო სიმბოლო - სტადიონი მადრიდსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება, სადაც ყოველდღე უნიკალური შთაბეჭდილებების მიღება იქნება შესაძლებელი", - თქვა პერესმა მადრიდული კლუბის სოსიოსის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.


კომენტარები: