ზიდანი: “ამ ფეხბურთელის რეალში მოხვედრაზე სულ ვოცნებობდი”

30 ოქტომბერი 2021, შაბათი


მადრიდის "რეალის" ყოფილი მენეჯერის, ზინედინ ზიდანის თქმით, პოლ პოგბას მადრიდის "რეალში" გადასვლა უკვე რეალურია.

"გავრცელებული ცნობის მიხედვით, პოლის რეალში გადასვლა უკვე რეალურია. ფაქტია, რომ ფრანგი პრემიერლიგაში არ დარჩება.

ამ ფეხბურთელის მადრიდში მოხვედრაზე ყოველთვის ვოცნებობდი.

მჯერა, რომ პოგბა ანჩელოტის ბლანკოსში ძალიან ნაყოფიერი და ეფექტური იქნება.

ვიმედოვნებ, ფრანგის კარიერა მართლაც ლა ლიგაში გაგრძელდება, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.“ - განაცხადა ზიდანმა.

კომენტარები: