ანჩელოტი “რეალიდან” ექვსი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შავი სია შეადგინა. სიაში ის ფეხბურთელები არიან მოხვედრილნი, რომელთაც იტალიელი სპეციალისტი თავის პროექტში ვერ ხედავს.

ანჩელოტიმ უკვე სთხოვა კლუბის ხელმძღვანელებს ზემოხსენებულ სიაში მყოფი ფეხბურთელების ტრანსფერზე დაყენება. საუბარია ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან: გარეტ ბეილი, მარსელო, ლუკა იოვიჩი, ხესუს ვალეხო, ედენ აზარი და ისკო.

“რეალი” მზად არის, რომ დაინტერესების არ არსებობის შემთხვევაში ეს ფეხბურთელები უფასოდაც გაუშვას, რითიც სახელფასო ხაზინას გაზრდიან.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში “ბლანკოსი” კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის ემზადება და “სანტიაგო ბერნაბეუს” რეაბილიტაციის ფონზე ახალ პროექტზეც მუშაობენ.


კომენტარები: