"მესი ოქროს ბურთის მოგებას არ იმსახურებდა, ეს ჯილდო ბენზემას უნდა მიეღო", - კროოსი

30 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ოქროს ბურთის შედეგების თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა. შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ ეს ჯილდო მეშვიდედ მოიგო.

"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ინდივიდუალური ჯილდოები ნამდვილად არ მაინტერესებს, თუმცა მათი არსებობის წინააღმდეგი სულაც არ ვარ. იყოს ისე, როგორც არის.

ჩემი აზრით, მესის ამჯერად ნამდვილად არ უნდა მოეგო. ჩემთვის ბენზემა საუკეთესოა, თუ ფეხბურთელს წლის მიხედვით დაფიქსირებული შედეგებით შევაფასებთ.

ეჭვგარეშეა, რომ მესი რონალდუსთან ერთად ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი აზრით, კრიშტიანუ ლეოზე მაღლა დგას, - თქვა კროოსმა პოდკასტში.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა ოქროს ბურთის ნომინატთა სიაში გავიდა მეოთხე ადგილზე, რონალდუ კი მეექვსეზე. მესისთან ერთად კი სამეულში ლევანდოვსკი და ჟორჟინიო მოხვდნენ.


კომენტარები: