კროოსი: "დარწმუნებული ვარ, რომ ზედიზედ მე-4 "კლასიკოს" მოვიგებთ"

23 ოქტომბერი 2021, შაბათი


მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა TJ Sport-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა.

"ზედიზედ მეოთხე გამარჯვება "ბარსელონასთან"? დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ.

"ბარსას" ბოლო 3 მატჩი მოვუგეთ და კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ამ შეხვედრას მოუთმენლად ველით და მიზნად გამარჯვება გვაქვს დასახული," - თქვა ტონიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" "ელ კლასიკო" 2019 წლის მარტის მერე არ მოუგია.

კატალონიელებმა მაშინ ივან რაკიტიჩის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.

2019 წლის მერე ჩატარებულ "კლასიკოებში" "ბარსელონას" სტატისტიკა შემდეგნაირია: 1 ფრე, 3 მარცხი.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" "რეალს" კვირას, 24 ოქტომბერს, 18:15 საათიდან უმასპინძლებს.

კომენტარები: