"მივხვდი, რომ ჩვეულებრივი მოძალადე კაცია" - მარიამ კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

05 ნოემბერი 2021, პარასკევი


"მივხვდი, რომ ჩვეულებრივი მოძალადე კაცია" - მარიამ კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილზე


სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მიხეილ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემას ეხმაურება.

კუკუნაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დასავლურ ღირებულებებს რამდენჯერმე უღალატა და ამის დამადასტურებლად, კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს.


„დავიწყოთ იქიდან, რომ მიშამ დასავლურ ღირებულებებს უღალატა ძალიან ბევრი რამით!
სამწუხაროდ ეს პირველად მაშინ გავიაზრე, შარშან, წინასაარჩევნოდ, ვანო გოროზია რომ მთავაზობდა მილიონ დოლარად პარლამენტში სკამს. დაახლოებით 5-ჯერ მაინც შევხვდით და ის ვერ მივიტანე მათ ყურებამდე, მილიონზე მეტი ვღირვარ მეთქი. 

ამით იმას ვეუბნებოდი, რომ ღირებულებები ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი ასეულობით მილიონი. ამის პასუხი ის იყო, რომ თურმე ვინმე ცხრაჯერ პირის გამტეხი და პარტიების გამომცვლელი ოქრიაშვილი მილიონნახევარს რომ იხდიდა სკამში და მე მას იაფად მაძლევდნენ.

მივხვდი რომ მე და „ნაციონალები“ საერთო ენაზე ვეღარ ვლაპარაკობდით და ისიც კარგად გავაცნობიერე, რომ ღირებულებებისთვის ბრძოლა შემიძლია, სკამისთვის და სკამიყიდვიაშვილებთან ერთად დგომა და ჯდომა არა. ისიც მესმის, რომ პარტიას დაფინანსება უნდა, მაგრამ ჯერ ჯანსაღი და დასავლური ღირებულებები დამანახე, მანამ სანამ ლილოს ბაზარზე მოხვედრილ ყველაზე ჭკვიან ვაჭრად მაგრძნობინებ თავს … 


არ შეიძლება კორუფციას ვებრძოდიო გაჰყვიროდე და მერე სკამები ყიდო პარლამენტში… არ შეიძლება.

დასავლურ ღირებულებებს მაშინაც უღალატა, როცა ეკლესიას მონად დაუდგა და ეხლაც იგივეს აგრძელებს. მაშინაც, როცა ნორმალური ბოდიშიც არ მოუხდია არავისთვის და ბოდიშს რად ითხოვო, ამის გამო კედელ კედელ ათრიეს და გაუგონარი სიტყვებით ლანძღეს ნაცებმა იშვიათად თბილი, სწორი და ნამდვილი ადამიანი, ნათია ფანჯიკიძე. მაინც კიდევ ვერაფერს მიხვდით რატომ არ აღსდგა სრულიად საქართველო მიშას დასაცავად ან რატომ არ დაეცა მთელი ერი ამერიკის საელჩოს წინ საშიმშილოდ იმ სიყალბის დასაცავად, რომელზეც ვწერ…

და აი, რიგით უკვე მერამდენე "ნაშა" დიდი სიყვარულის სახელით რომ გაგვაცნო, თან ისე მისი თანამებრძოლი სანდრა, სახელითაც არა, უბრალოდ მრავლობითში და ყოფილებში ისე უცერემონიოდ რომ მოიხსენია, თითქოს არც ყოფილა, ამით უკვე მივხვდი, რომ ჩვეულებრივი მოძალადე კაცია, რომელსაც ქალის უფლებების არაფერი გაეგება და ვისაც ქალის უფლებები არ გაეგება, ვისაც ქართულ ოჯახში მისვლის და მერე იქიდან სწორად წასვლის არაფერი გაეგება, იმას არც დასავლური ღირებულებები გაეგება და არც ადამიანის უფლებების და ღირსების მნიშვნელობა,“- წერს კუკუნაშვილი.

პოსტის დასასრულს მარიამ კუკუნაშვილი ხელისუფლენბას მიმართვსდა შეახსენებს, რომ რევანშზე მაღლა დადგომაა საჭირო.

„ხო ბევრი კარგიც გააკეთა. აქაც სამართლიანები უნდა ვიყოთ… საკუთარი ქვეყნის ღირსებას უნდა ვცეთ მეტი პატივი, რევანშზე მაღლა უნდა დადგეთ ქოცებო… ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ გაუშვათ და არ მოკლათ... ის უკვე დამარცხდა. ვინც ღირებულებებისთვის ბრძოლას წყვეტს და ვინც გულწრფელი სინანული და ბოდიში არ იცის, ის ყოველთვის დამარცხებული გამოვა ბრძოლიდან,“- წერს მარიამ კუკუნაშვილი.




კომენტარები: