საშინელებაა… ეს ძალიან მაშინებს…მე ვერ ვიქნები იმის მომხრე, რაც ახლა ხდება… დავფიქრდი და მივხდი… – ედუარდ სააკაშვილი

24 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


საშინელებაა… ეს ძალიან მაშინებს…მე ვერ ვიქნები იმის მომხრე, რაც ახლა ხდება… დავფიქრდი და მივხდი… – ედუარდ სააკაშვილი


“რა კარგი იქნებოდა რომ არ ჩასულიყო… უკრაინაში იყოს, შემეძლოს ვესტუმრო… მაგრამ მისი მესმის…”,  ამის შესახებ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და შიმშილობის გადაწყვეტილების შესახებ, გოგი გვახარიას ახალ პროექტში “შვილი” ედუარდ სააკაშვილი საუბრობს, რომლის ინტერვიუ რადიო თავისუფლების გვერდზე გამოქვეყნდა:

“თვეების განმავლობაში ამბობდა: – “ჩავდივარ” (საქართველოში)… მეც რომ შევხვდი – “ჩავდივარ, ჩავდივარ”… – მეთქი ხომ იცი რომ დაგიჭერენ, მაშინაც მივხვდი, მზად არის…  ახლა ვფიქრობ, არა, როგორც პოლიტიკურად, როგორც შვილისთვის, რა კარგი იქნებოდა რომ არ ჩასულიყო… უკრაინაში იყოს, შემეძლოს ვესტუმრო, ვჭამოთ… ამის წარმოდგენა უბრალოდ კარგი იქნებოდა ჩემთვის… მე ვერ ვიქნები იმის მომხრე, რაც ახლა ხდება… დავფიქრდი და მივხვდი, მას ურჩევნია ახლა იქ (ციხეში) იჯდეს, ვიდრე კიდევ ერთხელ კიევში დარჩენილიყო, ესეც გასათვალისწინებელია. მას (მიხეილ სააკაშვილს) უნდა რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყოს, თავგანწირვა… – ეს მისთვის მართლა რეალური მომენტებია…  თუ არ გამოსდის რაღაც, მაშინ – “გმირი მაინც გავხვდე” – და ეს ძალიან მაშინებს, იმიტომ, რომ შეიძლება მოკვდეს. მე რომ მართლა მჯეროდეს და როგორ მაღიზიანებს – “არა, რა შიმშილობა, ერთ კვირაში დაანებებს…” – უკვე შეიძლება მოკვდეს ხო?! – და მე არ მაქვს არანაირი ნდობა მისდამი, რომ ბოლო მომენტში თვითგადარჩენის ინსტიქტი გააქტიურდება… – არა, ბოლომდე დარჩება მისი დათქმის ერთგული, იქაც გადაწონის, ურჩევნია უფრო ღრმად გარისკოს, ვიდრე რაც დათქვა, აღარ გააკეთოს… – ეს ჩემთვის საშინელებაა… მეც, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ არ ვარ ამის მომხრე, მაგრამ მესმის…  მე არ მინდა, მაგრამ მას უნდა და პატიცი უნდა ვცე, მის პრინციპულ არჩევანს”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი გოგი გვახარიასთან ინტერვიუში.


კომენტარები: