რა მაგარი იქნება რომ მოკვდეს, რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ… – ოპოზიციის მხრიდან ამაზე საუბარი შემზარავია – ედუარდ სააკაშვილი

24 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


რა მაგარი იქნება რომ მოკვდეს, რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ… – ოპოზიციის მხრიდან ამაზე საუბარი შემზარავია – ედუარდ სააკაშვილი


ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რა მაგარი იქნება ეს (სააკაშვილი) რომ მოკვდეს, რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ – ამის შესახებ გოგი გვახარიას ახალ პროექტში “შვილი” ედუარდ სააკაშვილი საუბრობს, რომლის ინტერვიუ რადიო თავისუფლების გვერდზე გამოქვეყნდა:

“ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავია ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი, როცა მესმის … – აი, თქვენ არ იცით რა მოხდება… რას დავატრიალებთ…

 – ფაქტობრივად ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ – “ვა, რა მაგარი იქნება, ეს მართლა რომ მოხდეს, ახლა რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ, მორალური უპირატესობა გვექნება… და ამათ დედას ვუტირებთ… – მე აქ არაფერს კონსპირაციულს არ ვამბობ, უბრალოდ, თუნდაც, ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ – მკვდარი თუ ცოცხალი”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი გოგი გვახარიასთან ინტერვიუში.


კომენტარები: