მესი: "ჩემი და რონალდუს მეტოქეობა ფეხბურთის ისტორიას სამუდამოდ დარჩება"

24 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


"პსჟ"-ს ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ისაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს თამაშზე, ასევე მათ დაპირისპირებაზე ლა ლიგაში, როდესაც ისინი მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თამაშობდნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით. კრიშტიანუ უკვე იცნობდა კლუბს, მაგრამ მაშინ სხვა ეტაპი იყო. ის გუნდს ახლაც შთამბეჭდავად მოერგო.

თავიდანვე, როგორც ყოველთვის, გოლები გაიტანა და ადაპტაციის პრობლემა არ შეიქმნა. პრემიერ ლიგაში ყველაფერი არც ისე მარტივია, ეს ყველაზე რთული ტურნირია, რომელშიც ყველაფერი იცვლება.

დეკემბრის შემდეგ ბევრი რამ იცვლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიდი ხანი გავიდა, მას შემდეგ, რაც ერთ ლიგაში აღარ ვთამაშობთ. ჩვენ ვიბრძოდით ინდივიდუალურად და გუნდურად, ერთი და იგივე მიზნებისთვის.

ძალიან ლამაზი ამბავი იყო ჩვენთვის, ისევე როგორც გულშემატკივრებისთვის. ეს შესანიშნავი მოგონება ფეხბურთის ისტორიაში დარჩება", - განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფორვარდმა "სამეფო კლუბი" დატოვა 2018 წელს, კატალონიელთა ყოფილმა შემტევმა კი გასულ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენს" მიაშურა.


კომენტარები: